დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პირველ ოქტომბრამდე კერძო სკოლებშიც დისტანციური სწავლება იქნება. ამის შესახებ On.ge-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყებაში 17:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული, სადაც მინისტრის მოადგილე ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრებს.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში პირველ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი სხდომის შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, ეს ეხება როგორც სკოლებს, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებს. სასკოლო ოთახებსა თუ აუდიტორიებში სწავლის გაგრძელება პირველი ოქტომბრიდან იგეგმება. დისტანციურად ისწავლიან ბათუმის სკოლებშიც.

11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-თ გაიზარდა.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 1 917 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა — 1 354, გარდაიცვალა — 19. კარანტინის რეჟიმში — 5 882 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 390.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: