15 საუცხოო კადრი, რომელიც იმდენად შთამბეჭდავია, რომ ოსკარს იმსახურებს
არაერთი შეუდარებელი ფილმი გვინახავს და ბევრ მათგანს დამსახურებული ჯილდოებიც მოუპოვებია. თუმცა, განურჩევლად იმისა, თუ როგორია თვითონ ფილმი, არაერთი გასაოცარი ცალკეული სცენა თუ კადრი არსებობს, რომელმაც განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე.
წარმოგიდგენთ 15 საუცხოო კადრს ფილმებიდან, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ოსკარს (მას რომ ამაში იძლეოდნენ):
შენიშვნა: სტატია შეიცავს სპოილერებს
1. ოზის გამოჩენის კადრი, ოზის ჯადოქარი (1939)
როდესაც დოროთი ოზში გამავალ კარს აღებს და მისი შავ-თეთრი სამყაროდან ოზის ფერად სამყაროში გადასვლას ვხედავთ — ეს კადრი ნამდვილად სუნთქვას შეგიკრავთ. წარმოგიდგენიათ, რამდენად გასაოცარი იქნებოდა ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პირველად იხილეს ასეთი ეფექტი?
2. ვალკირიას კადრი, თორი: რაგნაროკი (2017)
როცა ვალკირია, თავის პეგასზე ამხედრებული, ჰელასთან შესაბრძოლებლად მოფრინავს — ძალიან დეტალური და ულამაზესი კადრია.
3. გაყოფილი ზღვის კადრი, მოანა (2016)
როცა მოანა გაყოფილ ზღვაში ტე'კასკენ მიემართება.
4. როუზის ამოხედვის კადრი, ტიტანიკი (1997)
როცა როუზის ახალგაზრდა სახეს მისი იისფერი ქუდის ქვეშ პირველად ვხედავთ.
5. ატმის ბუსუსების კადრი, პარაზიტი (2019)
უბრალოდ გენიალურია.
6. ბრძოლის კადრი, ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი (2002)
როდესაც გენდალფი, ეომერი და როჰანელები მთიდან ეშვებიან სარუმანის ჯართან შესატაკებლად (რომელიც ჰელმის ხრამს უტევს), ამ დროს კი მზე მთაზე ამოდის, მათ გზას უნათებს და სარუმანის ჯარს აბრმავებს. შეუდარებელი კადრია, რომელშიც ორი ჯარის შეპირისპირებაა ნაჩვენები — სინათლისა და სიბნელის ძალების.
7. ყინულის კადრი, Eternal Sunshine of the Spotless Mind (2004)
ზედხედი, როცა ჯოელი და კლემენტინა ყინულზე წვანან გიგანტური ბზარის გვერდით... ულამაზესია.
8. მკვდართა სამყაროს კადრი, კოკო (2017)
როცა კოკო გულყვითელების ხიდს გადაკვეთს და მკვდართა სამყაროს პირველად ვხედავთ.
9. სახის გამოჩენის კადრი, ბნელი რაინდი (2008)
როცა ჯოკერის სახეს პირველად ვხედავთ. ძრწოლისმომგვრელია.
10. მანქანის კადრი, ნათლია (1972)
როცა როსო და კლემენცა პოლის მოკვლას აპირებენ. შორეულ ფონზე თავისუფლების ქანდაკება მოჩანს და მახვილგონივრულად გვახსენებს, რამდენად შორი გზა განვლეს იტალიელ-ამერიკელებმა.
11. ჰოლდოს მანევრის კადრი, ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი (2017)
თვითონ ფილმზე ბევრნი არ გავგიჟდით, მაგრამ თავგანწირვის ეს სცენა, როცა ვარსკვლავების გამანადგურებელს აჯანყებულთა ხომალდი ეჯახება, ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია.
12. ბანერის კადრი, იურული პერიოდის პარკი (1993)
ტირანოზავრის მახლობლად ჩამოვარდნილი ბანერის კადრი, როცა ის ვიზიტორთა ცენტრში ღრიალებს.
13. რწმენის ნახტომის კადრი, Spider-Man: Into the Spider-Verse (2018)
შემდეგი.
14. გაქცევის კადრი, გაქცევა შოუშენკიდან (1994)
ენდი, როგორც იქნა, კანალიზაციის მილსადენიდან ამოდის, გარეთ კი წვიმს — იდეალური კადრია.
15. პოლიციის მანქანის კადრი, ჯოკერი (2019)
როცა არტური პოლიციის მანქანაზე დგას და პირველად გრძნობს, რომ საზოგადოება მას აღარ უგულებელყოფს, და ის ჭეშმარიტად "ჯოკერი" ხდება.
ბონუსი: დასასრული, მებრძოლთა კლუბი (1999)
როცა ნარატორი და მარლა ხელიხელჩაკიდებულები უყურებენ, როგორ ფეთქდება შენობები, ფონად კი Pixies-ის Where Is My Mind? ირთვება. საუცხოო დასასრული.
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
-
-
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
კომენტარები