კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს საღამოს, 22 დეკემბერს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ ძველი ინფორმაცია გაავრცელა, იმაზე, რომ ხვალ, 23 დეკემბერს თბილისის უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდება. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

კომპანია თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებს ინფორმაციას გადაუდებელი სამუშაოებისა და იმ უბნების შესახებ, სადაც მომდევნო დღეს წყალმომარაგება დროებით შეწყდება.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის თქმით, წყლის მიწოდება უბნებს არ შეეზღუდება, მათსავე ვებგვერდზე ჩამოთვლილია იმ ათეულობით ქუჩის დასახელება, სადაც მოსახლეობას წყალი არ ექნება 23 დეკემბერს.