ე.წ. მაყურებლები, "პალაჟენცები", უთანასწორო ურთიერთობა — რა წერია ციხეების შესახებ კვლევაში
პატიმრების დაყოფა გავლენის ჯგუფების მიხედვით, ავტორიტეტულ პატიმრების პრივილეგირებული საცხოვრებელი პირობები, პატიმრებს შორის უთანასწორო ურთიერთობა — ეს ის ძირითადი შედეგებია, რომელიც ღია საზოგადოების ფონდისა და ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარუბულმა ახალმა კვლევამ გამოკვეთა.
კვლევის შედეგების მიხედვით, თითქმის ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში შეინიშნება პატიმრების დაყოფა გავლენის ჯგუფების მიხედვით, რომელთა სათავეშიც ე.წ. "მაყურებლები", "პალაჟენცები" იმყოფებიან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისინი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ დაწესებულების ფუნქციონირების სხვადასხვა სეგმენტზე. კერძოდ:
- წესრიგი და უსაფრთხოება;
- პატიმართა მიღება-განთავსება;
- გასაჩივრების პროცედურები;
- სარეაბილიტაციო პროცესი;
- კონფლიქტების მოგვარება და ა.შ.
გამოიკვეთა, რომ კვლევის პერიოდში, ავტორიტეტულ პატიმრებს სხვა პატიმრებისგან განსხვავებული, პრივილეგირებული საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ, როგორც საკნის მოწყობის, ისე უფლებრივი მდგომარეობის კუთხით. კვლევამ, ასევე, ცხადყო, რომ პატიმრებს შორის აშკარად უთანასწორო ურთიერთობაა, სადაც პატიმრების უმეტესობა იძულებულია დაემორჩილოს გავლენის მქონე ჯგუფებს და მათ მიერ განსაზღვრულ წესებს. მათ, ფაქტობრივად, არ აქვთ დომინანტი ჯგუფის გადაწყვეტილებების გაპროტესტებისა და მათ მიერ დადგენილ არაფორმალურ რეგულაციებზე უარის თქმის შესაძლებლობა.
"პატიმრების ნაწილისთვის სუბკულტურაში არსებული მაღალი იერარქიისკენ სწრაფვის მთავარ მოტივაციას, პრივილეგიებისა და შეღავათების მოპოვების სურვილი წარმოადგენს, ხოლო მეორე ნაწილისთვის კი, უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტიის მიღება. პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებული კრიმინალური სუბკულტურა წარმოადგენს პატიმრებს შორის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკომონიკური ძალადობის წყაროს", — აღნიშნულია კვლევაში.
დოკუმენტის მიხევით, განსაკუთრებით მწვავედ ეკონომიკური ძალადობის პრობლემა დგას, რაც, ძირითადად, ე.წ. "საერთოს" შეგროვების პროცესში პატიმრების იძულებით მონაწილეობაში გამოიხატება. რესპონდენტთა ნაწილის მხრიდან მინიშნებები გაკეთდა აღნიშნულ პროცესში ციხის თანამშრომელთა შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
"კვლევამ ცხადყო, რომ გავლენის მქონე პატიმრები ვერ იარსებებენ ციხის ადმინისტრაციის მდუმარე თანხმობის, ან უფრო მეტიც, მათი ხელშეწყობის გარეშე. თანამშრომლები პატიმრებთან ერთად ინსტიტუციურ კულტურას ქმნიან და ამით პირდაპირ ახალისებენ კრიმინალური სუბკულტურის არსებობას პენიტენციურ დაწესებულებებში", — წერია კვლევაში.
კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, აგრეთვე:
- თანამშრომელთა მძიმე სამუშაო პირობები და მათი სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობა;
- დაწესებულებებში არსებული ადამიანური რესურსების დეფიციტი;
- ინფრასტრუქტურული პრობლემები;
- რისკების შეფასების გაუთვალისწინებლობა პატიმართა განთავსებისას და ა.შ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ფაქტორები პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
კვლევამ, აგრეთვე, გამოკვეთა, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევები ყველა დაწესებულებისთვის არ არის დამახასიათებელი და ამ კუთხით ერთეული გამონაკლისებიც არსებობს (მაგალითად, #16 პენიტენციური დაწესებულება).
კვლევა ღია საზოგადოების ფონდის პროექტის — "კრიმინალური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური დაწესებულების მართვაზე" და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის — "ხელისუფლების ვალდებულებების მონიტორინგი და რეფორმების ხელშეწყობა პენიტენციურ და პრობაციის სფეროში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით" ფარგლებში ჩატარდა.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია ორგანიზაციებმა ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG) და საერთაშორისო ორგანიზაცია ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის ოფისმა (PRI) გამართა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები აერთიანებს, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები