ქართული სარეკლამო სივრცის გმირები - ცნობისმოყვარე მომხმარებელი და გაყიდვების მენეჯერი, რომელიც არასდროს კარგავს მოთმინებას - საახალწლოდ ბრუნდებიან.

პერსონაჟები თავის დროზე რამდენიმე რეკლამაში გამოჩნდნენ და მაშინვე შეაყვარეს მაყურებელს თავი. საინტერესო ფონზე მიმდინარე ეს დიალოგი თქვენც გემახსოვრებათ.

ტელეკომის რეკლამაში კი ნანკა კალატოზიშვილი შეუპოვრად ცდილობდა აეხსნა კლიენტისთვის, რომ კედლების დახვრეტა ტელეფონის დასაყენებლად არ მოუწევდა.

რეკლამებში მოხეტიალე გმირებმა ბოლოს სილქნეტის კონცეფციაში დაიდეს ბინა და თანამედროვე გარემოში გაცოცხლდნენ. რეკლამა საახალწლო აქციას ეხება, რომლის ფარგლებშიც სილქნეტის ყველა არხის ყურებაა შესაძლებელი. წინამორბედი რგოლების სტილისტიკა და ტემპი შენარჩუნებულია.

კრეატიული კონცეფციის ავტორი ლევან ბახიაა.

"რეკლამის სტილი მე და ჩემმა მეგობრებმა მოვიფიქრეთ სააგენტო "სარკეში" მუშაობის დროს. მაშინ ჩვენ გვქონდა მობის ბიზნესი და ეს პერსონაჟები სხვადასხვა რეკლამაში გამოვიყენეთ. იყო ტელეკომის სერია, მობის და ა.შ. დღეს ამ კრეატიული კონცეფციის ექსკლუზიური მფლობელი სილქნეტი გახდა და გმირებიც აგრძელებენ ამბის მოყოლას".

ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მომავალში ამ მხიარული და დასამახსოვრებელი დუეტის ისტორია.