გრეის ანატომიის, სკანდალისა და როგორც ავიცილოთ სასჯელი მკვლელობისათვის სცენარისტი და პროდიუსერი შონდა რაიმსი დაინტერესებულ პირებს ცოდნის გასაზიარებლად იწვევს. მისი ონლაინგაკვეთილები სულ რაღაც $90 ღირს.

თქვენ შეიტყობთ, როგორ იწერებოდა ABC-ის ყველაზე წარმატებული სერიალები და შონდას ხელმძღვანელობით შექმნით ახალ სიუჟეტებს. ვინ იცის, იქნებ მომავალში ეს იდეები განახორციელოთ კიდეც.

ასე რომ, თუ სურვილი გაქვთ, ნახოთ, როგორ მუშაობს ლეგენდარული სცენარისტი, გაიმეტეთ $90 და შეუერთდით მის მასტერკლასს ახლავე.

სულ ცოტა ხნის წინ მსგავსი მასტერკლასი დააანონსა კომპოზიტორმა ჰანს ციმერმაც და როგორც კურსის აღწერაში ვკითხულობთ, მასში ჩართული ადამიანებისთვის 30-ზე მეტი ვიდეოგაკვეთილი იქნება ხელმისაწვდომი, წიგნთან ერთად PDF ფორმატში. მოსწავლეებს თავიანთი ნამუშევრების ატვირთვაც შეეძლებათ, რათა თანაკურსელებისგან მიიღონ შეფასებები, ხოლო ზოგიერთ გამორჩეულ სტუდენტს თავად ჰანს ციმერი შეაფასებს და რჩევებსაც მისცემს.