4 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის "გ" პუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს პირთა ჯგუფის მიერ მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას, შენახვას, რეალიზაციას ან გადაზიდვას. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.