დღეს, 10 სექტემბერს, მსახიობი დაიანა რიგი, რომელიც ცნობილი იყო ოლენა ტირელის როლით Game of Thrones-ში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ის ამ დილით მშვიდად მიიცვალა. [დაიანა] სახლში იყო თავის ოჯახთან ერთად, რომელმაც ამ მეტად რთულ დროს მარტო დარჩენა ითხოვა", — თქვა მისმა აგენტმა.

დაიანა ასევე ცნობილია ემა პილის როლით ტელესერიალში The Avengers. გარდა ამისა, მან 1969 წელს ფილმში On Her Majesty's Secret Service შეასრულა ტრეისის როლი — ერთადერთი ქალის, რომელიც მისის ჯეიმს ბონდი გახდა.