როგორია საინვესტიციო გარემო საქართველოში — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით ანგარიშებს აქვეყნებს, მათ შორის, საქართველოზეც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად რეგიონალური და გლობალური შოკებისადმი მაღალი მგრძნობელობისა, ქვეყანამ 1991 წლიდან განახორციელა ფართო ეკონომიკური რეფორმები, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა.
საქართველო მეშვიდე ადგილზეა 2020 წლის მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგის მიხედვით და მეთორმეტე Heritage Foundation–ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში.
დასკვნაში წერია, რომ საქართველოს ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია რეგიონალურმა მოვლენებმა, მათ შორის რუსეთის მიერ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა.
დოკუმენტის მიხედვით, ამ პერიოდში COVID-19– ის მიერ გამოწვეულმა გლობალურმა გამოწვევებმა და ვირუსის გავრცელების შესამსუბუქებლად საჭირო ზომებმა მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა ადგილობრივ ვალუტაზე და ადგილობრივ ეკონომიკაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში, საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები ჯანსაღია, თუმცა ზოგიერთი კომპანია არაა დარწმუნებული სასამართლო სექტორის უნარში, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად — ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმეს სასამართლო სისტემა წლების განმავლობაში აჩერებს.
"ზოგიერთი კომპანია ჩივილს გამოთქვამს მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური პროცესების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ნაკლოვანებების, ეფექტური ანტიმონოპოლური პოლიტიკის არარსებობის, ეკონომიკური კანონმდებლობის შერჩევითი აღსრულებისა და საკუთრების უფლებების დავის გადაჭრის სირთულეების შესახებ. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში ბიზნესის კეთების სიმარტივით მაღალ ადგილს იკავებს", — აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია იმ პოსტ-საბჭოთა გამოწვევებზეც, რომლის წინაშეც საქართველო 90-იან წლებში დადგა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მნიშვნელოვან და, შეიძლება ითქვას, უკან დამხევ მოვლენებად არის შეფასებული სამოქალაქო ომი და აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მიმდინარე სეპარატისტული კონფლიქტები.
"2008 წელს რუსეთი შეიჭრა და დაიპყრო საქართველოს ტერიტორიები. რუსეთი განაგრძობს ამ რეგიონების ოკუპაციას და თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიებზე. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოს რეგიონებს დამოუკიდებლად. დაძაბულობა ჯერ კიდევ არსებობს როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მახლობლად", — წერია დოკუმენტში.
რაც შეეხება სტრატეგიულ პუნქტებს, საუბარია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე.
"ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზომ გაზარდა საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივები. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს მრავალი შეფერხება შეექმნა 2016 წლის თავდაპირველი კონტრაქტის შემდეგ. მთავრობამ 2020 წელს შეწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. მათი თქმით, კონსორციუმმა არ მოახდინა პროექტის განსახორციელებლად საჭირო კაპიტალის მობილიზება", — წერენ განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი სხვადასხვა ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს შემდეგი კრიტერიუმებით აფასებს:
- უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაობა და შეზღუდვები;
- ორმხრივი საინვესტიციო და საგადასახადო ხელშეკრულებები;
- იურიდიული რეჟიმი;
- ინდუსტრიული პოლიტიკა;
- საკუთრების უფლების დაცვა;
- ფინანსური სექტორი;
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები;
- ბიზნესის საპასუხისმგებლო საქციელი;
- კორუფცია;
- პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემო;
- შრომის პოლიტიკა და პრაქტიკა;
- აშშ საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) და სხვა ინვესტიციების დაზღვევის პროგრამები;
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და უცხოური პორტფელის ინვესტიციების სტატისტიკა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები