კლუბ BASSIANI-ს დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის თქმით, კულტურული ღონისძიებების შეზღუდვისა და ახალი რეგულაციების გამო, სამომავლო გეგმების დასახვა წარმოუდგენელი და შეუძლებელი ხდება. ორაშვილი Facebook-ზე წერს, რომ ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი შემოქმედებითი და კულტურული სექტორი ამხელა სანქციებს და წნეხს ვეღარ გაუძლებს.

"ისევ უმუშევრად რჩება ამ სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი. დაგეგმილი ღონისძიებები უქმდება ან პოლიციის მიერ იქნება ჩაშლილი.

რაც შეეხება ამჟამინდელ სიტუციას, მთელი დღის განმავლობაში შრომის ინსპექცია კვების და ბარის ობიექტებს ახალი რეგულაციების და სანქციების შესახებ ამცნობს. სამწუხაროდ აღსრულების ნაწილი ისევ პოლიციას დაევალა, თბილისის მასშტაბით თითქმის ყველა სივრცე (ბარი, რესტორანი, ღონისძიებებისთვის განკუთვნილ ზონები) გააფრთხილეს, რომ ღამის 12 საათის შემდეგ პერსონალის გარეშე მხოლოდ 10 ადამიანი (?) უნდა იმყოფებოდეს სივრცეში, თუ არადა მოუწევთ ამ ობიექტის დახურვა", — წერს ორაშვილი.

მთავრობის გადაწტვეტილებით, 10 სექტემბრიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალა.