დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა ამ ეტაპზე არ არის და ეს მოსალოდნელი იქნება ზამთრის თვეებში. მისივე თქმით, კორონავირუსის მატება შიდა ტურიზმთან არის დაკავშირებული.

"ეს არ არის მეორე ტალღა, მეორე ტალღა იქნება, როდესაც ზამთრის სეზონი მოვა. ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის შუა რიცხვებში, როდესაც მოხდება სეზონური ინფექციების თანხვედრა კოვიდ 19-თან, შემდეგ იქნება მეორე ტალღაზე საუბარი მოსალოდნელი. ამ ეტაპზე გვაქვს მატება, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს შიდა ტურიზმთან", — განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი.