ამერიკაში ადამიანები უსახლკაროებს გათბობაში ეხმარებიან და ამისთვის ხეებზე შარფებსა და ქუდებს ტოვებენ. ეს აქცია Facebook-ზე შექმნილ სპეციალურ ჯგუფში დაიგეგმა, რომელსაც Chase the Chill ჰქვია. ხეებზე შარფების შებმა პენსილვანიაში, ისტონში დაიწყო და სულ მალე მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელდა. აქციის ორგანიზების ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია გასული წლის იანვარში უსახლკარო ამერიკელების უპრეცენდენტო რაოდენობა გახდა (ნახევარი მილიონი).

აქციის მონაწილეები შარფებს ხეზე ტოვებენ

ფოტო: abcnews.com

ადამიანები ხეებზე შარფებს ერთადერთი მიზეზით ტოვებენ - მას, ვისაც ყველაზე მეტად სცივა და სჭირდება გათბობა, შეუძლია მოხსნას და გათბეს. ხეზე შებმული ყელსახვევი ძირს არ აღმოჩნდება და არც დაისვრება.

ასე გამოიყურება შარფებით მორთული ხეები

ფოტო: allcreated.com

შარფების დატოვების აქცია ამერიკის საზღვრებს გასცდა

ფოტო: abcnews.com

მას შემდეგ, რაც აქციამ ჯორჯიის და ოჰაიოს შტატებში ჩააღწია, ხეებზე შარფების დატოვება კანადაშიც დაიწყეს.

აქციის ზოგიერთი მონაწილე შარფებთან ერთად წარწერებსაც ტოვებს

ფოტო: unknow/guff.com

ხანდახან გულკეთილ საჩუქარს გამამხნევებელი წარწერაც ახლავს: „თუ გჭირდება, რომ გათბე, შეგიძლია აიღო“ - მიწერილია ფურცელზე.

მოხალისეები მხოლოდ შარფებით არ იზღუდავენ თავს

ფოტო: abcnews.com

ზოგიერთი მოხალისე არამარტო შარფებს, არამედ ქუდებსაც ტოვებს.

ცენტრალურ ჯორჯიაში აქციამ დიდ წარმატებას მიაღწია

ფოტო: The Wilson Times via Olivia Neely

ცენტრალურ ჯორჯიაში ხეებზე სულ 144 შარფი დატოვეს, მომდევნო დილას კი მხოლოდ 4 იყო დარჩენილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აქციას ნამდვილად პოზიტიური ეფექტი აქვს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორს, ქერი სექსტონს სჯერა, რომ ამ ადამიანებს სიკეთე წინ დახვდებათ.