დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან რვა პაციენტის წყაროს ძიება მიმდინარეობს.

"დღეისთვის კორონავირუსის შემთხვევების განაწილება ასეთია: 57 ახალი შემთხვევიდან 5 დონასთან არის დაკავშირებული, 15 ბათუმთან, 18 დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტებია, 4 აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირია, 3 შემოტანილი შემთხვევაა, 5 სამედიცინო პერსონალია და რვა პაციენტზე წყაროს ეძებენ", — განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი.