დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველო უკვე უახლოვდება ყვითელ ზონას. მანვე განმარტა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ეყრდნობა ეპიდემიოლოგიურ მოდელს, რის მიხედვითაც, ბოლო 2 კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 10 ახალი შემთხვევა არის მწვანე ზონა.

"ჩვენ დღეს ვეყრდნობით ეპიდემიოლოგიურ მოდელს, რომელიც ამბობს, რომ 10 ახალი შემთხვევა ბოლო 2 კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე, ეს არის მწვანე ზონა და ჩვენ უკვე ვუახლოვდებით გარკვეულწილად ზღვარს. 800-ს გადავცდით, ანუ 8-დან 9-მდე ვრჩებით ბოლო 2 კვირის მონაცემების მიხედვით 100 000 მოსახლეზე. ძირითადად ეს არის აჭარის შემთხვევების ხარჯზე, თუმცა ხალხი მოგზაურობს, მობილობა მაღალია და ამდენად, ყველა შემთხვევაში, არამხოლოდ აჭარაშია მნიშვნელოვანი ლოკალური ღონისძიებების გააქტიურება, არამედ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე მთელი ქვეყნის მასშტაბით", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი. მონაცემები StopCov-ზე განახლდა.

ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 773-მდე გაიზარდა, ამათგან 1 325 უკვე გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 390.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: