ხოფის ბაზრობამ მუშაობა განაახლა. ამის შესახემ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათივე ცნობით, ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში, ბაზრობის ტერიტორიასა და ავტოსადგურში, გაფართოებული ტესტირებისთვის დამატებითი კარვები განთავსდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბაზრობის ტერიტორიაზე შემსვლელებმა, როგორც მეიჯარეებმა, ასევე, მყიდველებმა, უნდა გაიარონ თერმოსკრინინგი და იქონიონ სამედიცინო ნიღაბი.

9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 25 აჭარის რეგიონს უკავშირდება.