10 წლის გოგომ ჩრდილოეთ ირლანდიიდან მსოფლიო გააოცა, მას შემდეგ, რაც მისი სიმღერა თავის სკოლის გუნდთან ერთად ინტერნეტში გავირუსდა.

მოსწავლეების გუნდი Hallelujah-ს ლეონარდ კოენისეულ ვერსიას მღერის. ვიდეოს რამდენიმე დღეში უკვე მილიონამდე ნახვა აქვს.

მთავარი შემსრულებელი 10 წლის კაილი როჯერსია. მას აუტისტური სპექტრი და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) აქვს. პატარა გოგოს სიმღერა თავდაჯერებულობის მომატებასა და განვითარებაში დაეხმარა.

აუტიზმი განვითარების შეფერხებაა, რომელიც პიროვნების კომუნიკაციისა და ურთიერთობის შესაძლებლობაზე გამოიხატება, ხოლო ADHD-ის მაჩვენებელია უყურადღებობა, ჰიპერაქტიურობა და იმპულსურობა.

"რა ლამაზი ხმა აქვს" - წერს ერთი კომენტატორი, "ლეონარდ კოენს ეს შეუყვარდებოდა" - წერს მეორე.

კაილის მასწავლებელმა ბრიტანულ ტელევიზიას უთხრა, რომ სკოლაში მისვლისას გოგონა 7-დან 8 წლამდე იყო:

"როდესაც ჩვენთან მოვიდა, ის არ საუბრობდა, არ კითხულობდა. ახლა კი საზოგადოების წინაშე დგას და ასრულებს, ეს საოცრებაა".