მთავარი არხის ინფორმაციით, ქართული ოცნების პარტიული სიის პირველ ხუთეულში გიორგი გახარია, თეა წულუკიანი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ეკა ბერიძე იქნებიან.

ეკა ბერიძე ყოფილი ჟურნალისტია. ის კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ცოლია.

ტელეკომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის, "ოცნების" ოფისში ბოლო კონსულტაციები მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრება პრემიერი, თბილისის მერი კახა კალაძე, უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი და ნინო წილოსანი. მათივე თქმით, წილოსანმა შეხვედრა მალევე დატოვა.

მსაგვსი სია გაავრცელა მანამდე TV პირველმაც. მათ სიის ოთხეული დაასახელეს, რომელშიც ოცნების იგივე ლიდერები არიან.

ოფიციალურად ქართული ოცნება სიის ოცეულს 10 სექტემბერს წარადგენს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.