სახლის მფლობელობის იმ ეპოქაში გადავდივართ, როცა ბევრი ადამიანი ერთ ადგილზე დასახლების ნაცვლად ხანგრძლივ მოგზაურობას, ან სახლიდან მუშაობის პარალელურად, ხშირ გადაადგილებას ირჩევს. თუმცა, სახლის კონცეფცია პანდემიამ კიდევ უფრო შეცვალა და არც მშვიდი, სტაბილური ადგილის ქონაა ურიგო იდეა.

ჩიკაგოელმა ფრანცესკამ და ნიკოლასმა ეს ორი კონცეფცია გააერთიანეს, სამსახურები მიატოვეს და საოცნებო ცხოვრება დაიწყეს. მათი ინსპირაცია დოკუმენტური ფილმი გახდა, რამაც წყვილს გადააწყვეტინა, ახალგაზრდობაში ეცხოვრა ისე, რომ სიამოვნება მიეღო და თავგადასავლები მოეწყო და არა პენსიაზე გასვლის შემდეგ.

მათ სკოლის ძველი ავტობუსი სახლად გადააკეთეს და რემონტი ჯამში 60 000 დოლარამდე დაუჯდათ, რაც ბევრად იაფია, ვიდრე ამერიკაში სახლის შეძენა.

ამასთან ერთად, მოგზაურობა და პარალელურად მუშაობა შეუძლიათ, ისე რომ მცენარეებზე და შინაურ ცხოველებზე არ ინერვიულონ — ისინი მათთან ერთად არიან.

მოსიარულე სახლის ინტერიერი ისეთ ფერებსა და დიზაინშია გადაწყვეტილი, რომ შეუძლებელია სიმყუდროვე დაგერღვეს.

რაც შეეხება სივრცეს, სწორი დიზაინით ის საკმარისი აღმოჩნდა სამზარეულოს ავეჯისა და ღუმლის ფორმის ბუხრის დასატევად.

საძინებლის გარდა კი ავტობუსში 3-მეტრიანი დივანიცაა, რომელიც საწოლად იშლება, რაც ნიკოლასის და ფრანცესკას მეგობრებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო ამბავია.

ფრანცესკას და ნიკოლასის მოგზაურობაზე თვალის მიდევნება ინსტაგრამზე, happyhomebodies შეგიძლიათ, სადაც მათ 200 ათასამდე გამომწერი გულშემატკივრობს.

სახლის კომფორტული და გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.