8 ეკომეგობრული და არქიტექტურულად გამორჩეული შენობა სინგაპურში
სინგაპურმა სულ რაღაც 55 წლის წინ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, თუმცა ამ დროში კუნძულოვანმა სახელმწიფომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გარემოსადმი პასუხისმგებლიანი ეკონომიკის შექმნა მოახერხა. სინგაპურის თვალისმომჭრელ საქმიან რაიონში სიარულისას აუცილებლად შეხვდებით გარემოსთან მეგობრულ არქიტექტურას, რომელიც მინის, ლითონისა და აყვავებული მცენარეების ერთობლიობით სტრუქტურული დიზაინის მდიდრულ პანორამას ქმნის. თანაც, საგულისხმოა, რომ ამ შენობების უმეტესობა გასულ ათწლეულში აიგო.
არქიტექტურული საოცრებების გარდა სინგაპურის ურბანულ განაშენიანებას მწვანე ინიციატივებისადმი ერთგულებაც გამოარჩევს. ამ სტატიაში გაჩვენებთ 8 შენობას, რომელიც ამ ერთგულების ცალსახა დასტურია.
1. Oasia Hotel Downtown
გარდა იმისა, რომ მთელი 27-სართულიანი გარე ფასადი ბუნებრივი ვაზითაა "შეფუთული", Oasia Hotel Downtown-ს ასევე ოთხი აყვავებული ტერასა, 1,793 საყვავილე ყუთი და ოთხი დიდი სტრუქტურული ბირთვი აქვს, რომელიც ჯვარედინი ვენტილაციის და შესაბამისად, ენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
2. Gardens by the Bay
სინგაპურის ერთ-ერთმა ყველაზე მიმზიდველმა ადგილმა Gardens by the Bay-მ გახსნიდან (2011 წ.) დღემდე მისი მდგრადობისა და ამბიციური დიზაინის გამო შექება არაერთხელ დაიმსახურა.
250 ჰექტარზე გაშენებულ ბაღებში ორ სათბურს შეხვდებით, რომლებიც კლიმატ-კონტროლის მქონე ყველაზე დიდი სათბურებია მსოფლიოში. აქვეა 18 "სუპერ-ხის" (Supertree) ტყეც, სადაც თითოეული "ხის" სიმაღლე 25-დან 50 მეტრამდეა. სუპერ-ხეებში ჩაშენებულია სხვადასხვა ტექნოლოგიები, მათ შორის ფოტოელექტრული მზის სისტემა — ესაა ხეების სტრუქტურაში გაყვანილი გამაგრილებელი არხები, რომლებიც მიმდებარე გარემოს ტემპერატურისა და კლიმატის დასაბალანსებლად გამოიყენება.
3. Parkroyal on Pickering
ეს 637-ნომრიანი სასტუმრო მცენარეებით სავსე გარე მოედნებითა და ტერასებით ნამდვილად თვალისმომჭრელია. შენობაში წვიმის სენსორები, მზის პანელები, წყლის შემნახველი და სინათლის დამზოგავი ტექნოლოგიებია ჩაშენებული. მისი მშენებლობისას კი ბეტონი მცირე რაოდენობით გამოიყენეს. სასტუმროში 50 ათასამდე კვადრატული მეტრის ბაღები, ჩანჩქერები და საყვავილე კედლებია, რომლებიც მთლიანი მიწის ფართობზე ორჯერ მეტ სივრცეს იკავებს.
4. სინგაპურის ეროვნული გალერეა
მე-20 საუკუნის დასაწყისის ორი კლასიკური ღირშესანიშნაობა — მერია და უზენაესი სასამართლო — მინისა და ფოლადის კომპლექსური "ფარდის" გამოყენებით გააერთიანეს, 211 000 კვადრატული მეტრამდე ფართობზე სინგაპურის ეროვნული გალერეა შექმნეს. ეროვნული გალერეა 2015 წლის ბოლოდან დღემდე სინგაპურსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თანამედროვე ხელოვნების ყველაზე დიდ კოლექციას ინახავს.
გალერეის ჩარდახი ხის მსგავსი სტრუქტურით სახურავიდან შემოსულ ბუნებრივ შუქს არბილებს და ფილტრავს. StudioMilou-მ, CPG კონსულტანტებთან თანამშრომლობით, ყოფილი მერიის ეზოში მინის დახურული ბაღები მოაწყო. ტემპერატურის შესანარჩუნებლად კი ბუნებრივ სინათლეს სახურავზე მოწყობილი ამრეკლავი აუზებით "ფილტრავენ".
5. Asia Square
Asia Square 2011 წლიდან სინგაპურში გაყიდვებისა და საოფისე შენობებს შორის ყველაზე მწვანედაა დასახელებული. 43-სართულიანი ცათამბჯენი, რომელშიც 305-ნომრიანი სასტუმროცაა განთავსებული, სტანდარტულ კომერციულ შენობებთან შედარებით 35%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.
აქ რამდენიმე ინოვაციურ ტექნოლოგიას შეხვდებით. ლიფტების მიერ გამოყოფილი კინეტიკური ენერგია ელექტრულ ენერგიად გარდაიქმნება და სისტემაში გადანაწილდება, ასევე, წყლისა და ორთქლის წვეთებს საჰაერო განყოფილებებიდან აგროვებენ და მწვანე საფარის მოსარწყავად იყენებენ.
6. CapitaGreen
CapitaGreen-ის ფასადის ნახევარი მცენარეებითაა დაფარული, ხოლო დანარჩენი ფასადი მინის ისეთი კონსტრუქციითაა აგებული, რომ ერთდროულად მზის სითბოც რეგულირდება და მცენარეებისთვის სათბურის ეფექტიც იქმნება.
7. Kampung Admiralty
Kampung Admiralty მსოფლიოს არქიტექტურულ ფესტივალზე, 2018 წელს, წლის საუკეთესო შენობად აღიარეს.
სინგაპურის ასაკოვანი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად აშენებულ დაწესებულებაში, პირველ საქართულზე, საზოგადოებრივი პლაზა, შუა ნაწილში — სამედიცინო დაწესებულება, ხოლო ზედა სართულებზე ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ბინებია განთავსებული.
8. ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ხელოვნების სკოლა
ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამხატვრო, დიზაინისა და მედიის სკოლის შენობის გამორჩეული დეტალი მწვანე სახურავია, რომელიც თითქმის 45-გრადუსიანი კუთხის დახრილობისაა. ამით ის ამცირებს როგორც სახურავის, ისე გარემოს ტემპერატურას და შენობაში ჰაერის კონდიცირებას უწყობს ხელს.
შენობაში ასევე შეხვდებით ეზოს წყალსატევებით და მცენარეებით, რომელთაც დიდი ფანჯრები ირეკლავს და სტუდენტებისთვის დამამშვიდებელ გარემოს ქმნის.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები