მარტინ სკორსეზე და ლეონარდო დიკაპრიო ისევ ერთიანდებიან, ამჯერად რეჟისორი ლეოს ახალ ფილმში გადაიღებს. სამუშო სახელია ეშმაკი თეთრ ქალაქში.

სკორსეზეს ახალი ფილმი ერიკ ლარსონის წიგნის ადაპტაცია იქნება. როგორც ცნობილია, ლეონარდო ამ წიგნის მხატვრულ ფილმად ქცევის იდეით ჯერ კიდევ 2010 წელს დაინტერესდა და მხოლოდ ახლა მიეცა საშუალება, იდეა სისრულეში მოეყვანა, თანაც მარტინ სკორსეზესთან ერთად.

ისტორია 1893 წელს ვითარდება და ორი მამაკაცის, დენიელ ბარნჰემისა და დოქტორ ეიჩ ჰოლმსის ამბავს გვიყვება. დენიელ ბერნჰემი ცნობილი ამერიკელი არქიტექტორია, ეიჩ ჰოლმსი კი - სერიული მკვლელი, რომელიც სპეციალურად აგებულ "მკვლელობის სასახლეში" ადამიანებს ანაწევრებს და სხეულის ნაწილებს სამედიცინო ინსტიტუტებზე ყიდის. ჯერჯერობით უცნობია, რომელ როლს შეასრულებს ლეონარდო.

"ამჟამად სცენარი მუშავდება, სიმართლე გითხრათ ახლა სხვა ფილმებით ვარ დაკავებული, იანვარში შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ, როგორ უნდა ვაქციოთ ეს ექსტრაორდინალური ისტორია ფილმად" - ამბობს მარტინ სკორსეზე.

ეს სკორსეზესა და ლეონარდო დიკაპრიოს მერვე საერთო ფილმი იქნება.