ქართლი ოცნების წევრი, ზაზა პაპუაშვილი On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ თუ ქართული ოცნების საარჩევნო სიაში არ მოხვდება, ტრაგედიას ვერ ხედავს. TV პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების სიაში 40-მდე დეპუტატი ვერ მოხვდა.

"შეიძლება ინფორმაცია, რომ სიაში არ ვარ მართალი იყოს, მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავ თუ არ ვიქნები სიაში", — განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

ამასთან, TV პირველის ინფორმაციით, ქართული ოცნების სიის ხუთეულში იქნებიან გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი.

ოფიციალურად ქართული ოცნება სიის ოცეულს 10 სექტემბერს წარადგენს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.