კულტურა იმ წერტილს უახლოვდება, საიდანაც ვეღარ აღდგება — ენდრიუ ლოიდ უებერი
ცნობილი ინგლისელი კომპოზიტორი და რამდენიმე თეატრის მფლობელი, ენდრიუ ლოიდ უებერი, აცხადებს, რომ ეკონომიკურად "შეუძლებელია", თეატრებში წარმოდგენები ფიზიკური დისტანცირებით გაიმართოს.
"ხელოვნების სექტორს გახსნის და მუშაობის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. იმ წერტილს ვუახლოვდებით, საიდანაც კულტურის აღდგენა ვეღარ მოხერხდება", — ამბობს ლოიდ უებერი.
ივლისში კომპოზიტორმა ლონდონის პალადიუმში კონცერტი გამართა, რაც ერთგვარი ექსპერიმენტი იყო იმის გამოსაცდელად, თუ რამდენად გაამართლებდა ფიზიკური დისტანცირებით გამართული ღონისძიება.
თეატრის აღდგენისთვის გამიზნული საპილოტე პროექტის შექმნაში ლოიდ უებერმა 100 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.
იგი იმედოვნებდა, რომ თეატრებში სრული დატვირთვით შეიძლებოდა უსაფრთხო გარემოს შექმნა, თუმცა კონცერტი რამდენიმე ასეული ცარიელი ადგილით გაიმართა, რათა რეგულაციებით განსაზღვრული ფიზიკური დისტანციის დაცვა შესაძლებელი ყოფილიყო.
"იმ ზღვარს ვუახლოვდებით, როცა გაგრძელებას ვეღარ შევძლებთ", — აცხადებს ლოიდ უებერი, — "თეატრის მუშაობაში არაერთი ადამიანია ჩართული, თუმცა ამჟამად მათ ხშირ შემთხვევაში ენთუზიაზმზე უწევთ საქმის კეთება".
იგი ასევე დასძენს, რომ თეატრი "კინო არაა და მხოლოდ შენობის გახსნა საკმარისი ვერ იქნება".
მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულ სამეფოში მილიარდნახევარ გირვანქა სტერლინგზე მეტი გამოიყო ხელოვნების დასახმარებლად, ლოიდ უებერი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, თეატრის გახსნის ზუსტი თარიღი დასახელდეს.
რებეკა კეინ ბარტონი, რომელიც ლოიდ უებერის თეატრების მმართველ კომპანიას წარმოადგენს, აღნიშნავს, რომ მას "ფიზიკური დისტანციით თეატრების გახსნა არ სურს და არ გეგმავს, შენობები 30-პროცენტიანი ტევადობით ამუშავოს", თუმცა იგი დასძენს, რომ ბოლო თვეები "გამანადგურებელი და კატასტროფული" იყო სექტორისთვის.
"ძალიან ცუდი და კატასტროფული დრო დგას, თუმცა ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა აუცილებელია. მეტად გულისმომკვლელი იყო იმის შეტყობა, რომ საპილოტე პროექტმა ვერ გაამართლა და თეატრების გახსნა ვერ უზრუნველყო", — ამბობს ბარტონი.
გამოყოფილი მილიარდნახევარი გირვანქა სტერლინგიდან 200 მილიონი სექტორის გადაუდებელ დაფინანსებას უზრუნველყოფს, რის საშუალებითაც ორგანიზაციებს სტაბილურობის შენარჩუნება და სამუშაო ადგილების დაცვა შეუძლიათ. გაერთიანებულ სამეფოში ასევე აპირებენ ეტაპობრივად გაიხსნას დახურული და ღია სივრცეები, სადაც აუდიტორია ფიზიკური დისტანციით შეძლებს დასწრებას, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ სექტორმა უმოკლეს დროში შეძლოს სრული დატვირთვით და უსაფრთხოდ ამუშავებაც. ამაში კი, როგორც აღნიშნავენ, დიდ წვლილს შეიტანას თავად ხალხი, რომელმაც ინდუსტრიას გახსნის შემდეგ მხარი უნდა დაუჭიროს.
რაც შეეხება საქართველოს, აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, თეატრები კი 1-ლი ოქტომბრიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში გაუარესებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, თეატრების და კინოთეატრების გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდო, გაუქმდა მასშტაბური სახალხო ღონისძიებები, მათ შორის თბილისობა. აიკრძალა საზეიმო ღონისძიებების გამართვა სკოლებშიც.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები