ბავშვობაში სასკოლო თუ სხვა ნივთების დანიშნულებისამებრ გამოყენება საკმაოდ მოსაბეზრებელი რამ იყო, ჩვენ კი უცნაურობები და გამოწვევები გვიზიდავდა.

საბედნიეროდ, ჩვენი წარმოსახვა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა, რის გამოც, ვაღიაროთ, რომ ბავშვობაში ეს 10 რამ ერთხელ მაინც ყველას გაგვიკეთებია:

1. უბრალო ფანქრის ბოლომდე გათლა, სანამ ერთი ციცქნა არ გახდებოდა

ფოტო: me.me

2. ან საცოდავი ფანქრის ორივე მხრიდან გათლა, რადგან 6 წლის რებელა ხარ

ფოტო: Shutterstock

3. შუა გაკვეთილზე გრაფიტის "ნემსის გაჩხერა"

ფოტო: ruinedchildhood.tumblr.com

4. მარკერის ღრმად შესუნთქვა, ვითომ მერე არაფხიზელი ხარ

ფოტო: FencingKat / Twitter

5. ბოთლის თავსახურით კოლას დალევა, თითქოს ალკოჰოლი გადაკარი

ფოტო: J.smith / Wikimedia

6. გარეთ სიცივისას ღრმად ამოსუნთქვა, ვითომ სიგარეტს ეწევი

ფოტო: aimfromproland / Reddit

7. თითზე კანში რატომღაც ნემსის ან ქინძისთავის გაყრა

ფოტო: dramer99 / Reddit

8. გაურკვეველი მიზეზით საშლელის ფანქრით დანახვრეტება

ფოტო: me.me

9. მარკერებით ხმლის აწყობა და დაშლისას მათი მთელ კლასში მიმობნევა

ფოტო: likesuccess.com

10. თითებშუა ფანქრების დაჭერით Wolverine-ის მიბაძვა

ფოტო: kokiboki01 / Reddit

ბონუსი: ბოლო ზარის მაისურზე სისულეების მიწერა

ფოტო: starfleetbrat / Reddit