საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეკონომიკის სამინისტროსთან ბათუმი რივიერას პროექტთან დაკავშირებით გაცემულ სამშენებლო ნებართვაზე დავას იწყებს. ამ მიზნით, მათ უწყებაში ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს. საიას თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით არის გაცემული.

"საჩივარში წარმოდგენილია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დასკვნა პარალელური სფეროებიდან, როგორებიცაა: ეკონომიკა, ურბანული მხარე, გეოლოგია. არავის შეუსწავლია, რა გავლენას მოახდენს ეს პროექტი ქალაქის სანაპირო ზოლზე, ქალაქის ბულვარზე და ზოგადად ქალაქის ორგანულ განვითარებაზე", — განაცხადა სალაძემ.

2019 წლის 20 აგვისტოს ბათუმის საკრებულომ ხმაურის ფონზე ქალაქის ისტორიულ ნაწილში სილქ როუდ ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რივიერა ბათუმს განაშენიანების რეგულირების გემის დაამტკიცა. საუბარია გოგებაშვილისა და ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქტივისტები და მოქალაქეები პროექტს აპროტესტებდნენ და დეპუტატებს მოუწოდებდნენ, მისთვის მხარი არ დაეჭირათ.

კომპანია ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. ბათუმის მერიაში მაშინ აცხადებდნენ, რომ ზღვის სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობა საფრთხეს არ წარმოადგენს.