ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მათ არაერთი სკოლა შეამოწმეს და წაყენებული მოთხოვნები 600-მა დააკმაყოფილა.

"დანარჩენებს მიეცათ მითითებები, რა ხარვეზები აქვთ გამოსასწორებელი. დღეის მდგომარეობით სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება", — აღნიშნა ტიკარაძემ.

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, ხოლო საბავშვო ბაღებში პირველ ოქტომბერს. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ბათუმსა და ქობულეთში სკოლებში პირველი ორი კვირა სწავლა ონლაინ ჩატარდება.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდება.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 9 აგვისტოს დაფიქსირებული 44 ახალი შემთხვევიდან კორონავირუსი სამ მედიკოსს დაუდასტურდა. მისივე თქმით, 7 დონასთან არის დაკავშირებული, 12 ბათუმთან, 12 დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტებია, 2 ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირია, ხუთი შემოტანილი შემთხვევაა და სამის წყაროს ეძებენ.

9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: