ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ცესკოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ საარჩევნო პროცესს არ შეექმნას რისკი.

"ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ცესკოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა ეპიდემიოლოგები ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები, რომ საარჩევნო პროცესს არ შეექმნას არანაირი რისკი და ყველა ჩვენმა მოქალაქემ გააკეთოს არჩევანი", — განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.