ბორატი ბრუნდება — საშა ბარონ კოენმა ფილმის გაგრძელების გადაღება დაასრულა
საშა ბარონ კოენის 2006 წლის კომედია ბორატი: ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ, რომელიც ცნობილია უფრო მოკლე სახელით ბორატი, მალე გაგრძელებით დაგვიბრუნდება. ფილმის მეორე ნაწილი უკვე გადაღებულია.
ბორატ 2-ში კოენის ყაზახი ჟურნალისტი "ფიქრობს, რომ ის დიდი კინოვარსკვლავია, რადგან 2006 წლის ფილმმა ის ძალიან პოპულარული გახადა, ამიტომ ცდილობს, ხალხს დაემალოს, სხვა ადამიანად ასაღებს თავს და ხალხთან ინკოგნიტოდ იწყებს შეხვედრებსა და ინტერვიუების ჩაწერას".
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კოენი არაერთი საჯარო ოინის ავტორი იყო, რის გამოც ბევრი ფანი იმაზე სპეკულირებდა, ის Who Is America?-ს მეორე სეზონზე მუშაობდა თუ რამე ახალ პროექტზე. ივნისის მიწურულს კოენმა ვაშინგტონში ულტრამემარჯვენეთა მიტინგი ჩაშალა და ხალხი დაარწმუნა, რომ მასთან ერთად რასისტული სიმღერა ემღერათ. ეს მიტინგი იარაღის პროპაგანდირებით ცნობილი Washington Three Percenters-ის ორგანიზებული "მარში ჩვენი უფლებებისთვის 3" იყო. კოენს კომბინეზონი ეცვა და ხელოვნური წვერი ეკეთა, მისი სიმღერის ტექსტში კი იყო ფრაზა იმაზე, რომ ბავშვებს "ვუხანის გრიპი" უნდა შეუყვანონ.
7 ივლისს კოენი ნიუ-იორკის ყოფილი მერის, რუდი ჯულიანის, ინტერვიუში გამოჩნდა. ჯულიანი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით თეთრი სახლის პოზიციაზე საუბრობდა, როცა ქალ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს ვიღაც კაცი შემოვარდა "გიჟური ჩაცმულობით", რომელიც მოიცავდა "ნახევრადგამჭვირვალე ბადისებრ ტოპსა და ვარდისფერ ბიკინის". ყოფილმა მერმა ამ ოინს "აბსურდული" უწოდა.
აგვისტოს მიწურულს TikTok-ზე კოენის ვირუსული ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის ბორატის პერსონაჟივითაა გამოწყობილი და გზატკეცილზე მიქრის. ამ ვიდეომ გაზარდა ჭორები იმაზე, რომ კოენი ბორატის მეორე ნაწილზე მუშაობდა, თუმცა უცნობი იყო, ეს ოინი რამენაირად უკავშირდებოდა თუ არა წინებს. ბორატ 2-ისთვის Collider-ის სიუჟეტის სინოფსისს თუ გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს, კოენი მთელი ამ დროის განმავლობაში ფილმის მეორე ნაწილს იღებდა. პროექტი ასეა აღწერილი: "კოენი თამაშობს ბორატს, რომელიც თამაშობს კოენს".
2006 წელს ბორატს გლობალურად $260 მილიონი ჰქონდა შემოსავალი. კოენმა ოქროს გლობუსი მოიგო საუკეთესო მსახიობისთვის კომედიურ ფილმში, ოსკარზე კი ფილმმა საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაცია მოიპოვა.
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
კომენტარები