დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, აჭარის რეგიონში მდგომარეობა სერიოზულია და იგი უკვე წითელ ზონადაა გამოცხადებული. მისი განცხადებით, იქ, ალბათ, დამატებითი ღონისიებების გატარება იქნება საჭირო.

"ეს არის რეკომენდაციის შესრულებაზე და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმის, ალბათ, გაძლიერება და ტესტირების კიდევ უფრო გაძლიერება. ჩაკეტვაზე ამ ეტაპზე, ლაპარაკი არ არის", — აღნიშნავს ეზუგბაია.

8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მათგან, 23 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა, 5 კი თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება.

"3 უკავშირდება დონას კლასტერს, 19 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 4 სამედიცინო პერსონალი ავერსის კლინიკიდან, 4 შემოტანილი, მათგან 1 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 12 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 3-ზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროებისა და კონტაქტების დადგენის მიზნით", — აღნიშნა ეზუგბაიამ.

ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 729-მდე გაიზარდა, ამათგან 1 321 უკვე გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 390.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: