საფრანგეთში კაცმა ბუზის მოგერიების მცდელობისას ნახევარი სახლი ააფეთქა.

80 წელს გადაცდენილი კაცი უკვე სადილობას აპირებდა, როცა ის მის გარშემო მოზუზუნე ბუზმა გააღიზიანა.

მან ელექტროჩოგანი აიღო, რომელიც მწერების მოსაკლავადაა გამიზნული, და მისი მოქნევა დაიწყო — თუმცა სახლში ბუნებრივი აირის ბალონი ჟონავდა.

ელექტროჩოგნისა და ბუნებრივი აირის ურთიერთქმედებამ აფეთქებამ გამოიწვია, რამაც სამზარეულო გაანადგურა და ნაწილობრივ დააზიანა სახურავი.

ადილობრივი მედიის თქმით, კაცს ძალიან გაუმართლა და გაქცევა მოახერხა. მას ხოლოდ ხელი დაიწვა. ის ადგილობრივ საბანაკო ადგილას გადავიდა, სანამ მისი ოჯახი სახლს გაარემონტებს.

მიუხედავად ამისა, არავინ იცის, რა ბედი ეწია ბუზს.

ფოტო: AMC