Kompose ეხმარება კომპანიებსა და ინდივიდებს, პროგრამირების ცოდნის გარეშე შექმნან ჩატ ბოტები და დიალოგის ჯაჭვი მომხმარებლებთან საკომუნიკაციოდ. პლატფორმა აღჭურვილია ძლიერი სასაუბრო ხელოვნური ინტელექტით და ჩატბოტს აქვს საშუალება, საჭირო დროს საუბარი რეალურ ადამიანთან გადართოს.

პლატფორმა მარტივი გრაფიკული ინტერფეისის გამოყენებით, პროგრამირების ცოდნის გარეშე, NLP-ის მხარდაჭერის მქონე ჩატბოტების შექმნის საშუალებას გაძლევთ. მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტებსა და მარკეტოლოგებს Kompose-ის გამოყენებით სასურველი საკომუნიკაციო ჩატბოტის შექმნა 5 წუთში შეუძლიათ.

Kompose-ის დეველოპერებმა ჩატბოტების ინტეგრაცია სასურველ პლატფორმასთან მაქსიმალურად გაამარტივეს, რაც სერვისს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

ასეთი სახით თქვენ შეგიძლიათ სრულად მართოთ სამუშაო პროცესი — დაწყებული ბოტის შექმნიდან, გაგრძელებული მისი ინტეგრაციით ვებგვერდებსა და მობილურ აპლიკაციებში.