სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი ერთ-ერთი თანაგუნდელი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დააშანტაჟეს. მისივე თქმით, საქმე ქალ პოლიტიკოსს ეხება.

"მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ქალების, პირადი ცხოვრების ინფორმაციის დაცვა. ადამიანების პირადი ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ ფაქტებზე ვერ ვსაუბრობთ, თუმცა გამგები კარგად გაიგებს რას ვლაპარაკობ ახლა მე. არ გაბედოთ და ხელი არ წაგიცდეთ მსგავს უკანონო ქმედებებზე", — განაცხადა ვაშაძემ.

მან მთავრობას წინა საარჩევნო პერიოდში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. ვაშაძე ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეაქცია უმკაცრესი იქნება. როგორც პარტიაში აცხადებენ, ამით ხელისუფლების გააფრთხილეს და ადამიანის პერსონალური ინფორმაციიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავთ.