უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტს კორონავირუსი დაუდგინდა. ის ახლა მკურნალობას საავადმყოფოში გადის. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფილარეტის ხელმძღვანელობით უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა. ავტოკეფალიის მიღების შემდეგ ფილარეტმა საპატიო პატრიარქის წოდება მიიღო.

პანდემიის დაწყების დროს, მარტში ყველანაირი დასაბუთების გარეშე, ფილარეტმა კორონავირუსის მიზეზად ჰომოსექსუალური წყვილები დაასახელა.

უკრაინაში კორონავირუსის 136 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 2 863 ადამიანი გარდაიცვალა.