საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, მომღერალ ქეთი მელუას ღირსების ორდენი გადასცა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, ქართველ მომღერალი ღირსების ორდენით საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა.

20 დეკემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ქეთი მელუამ და გორის კამერულმა გუნდმა ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი კომპოზიციები შეასრულეს. ეს იყო მათი ევროპული ტურნეს დასკვნითი კონცერტი.