დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კარანტინის დღეები შეიძლება კვლავ შემცირდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"ახლა რამდენიმე მექანიზმია დამუშავების პროცესში. იგივე რვა დღე და შემდგომ შემცირება, ან სხვა მიდგომები. კარანტინთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს", — აღნიშნა გამყრელიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირები და ინფიცირებულთა კონტაქტირებული პირები 14 დღის ნაცვლად კარანტინში 12 დღეს გაატარებენ.

დღეს, 5 სექტემბერს კორონავირუსის ინფიცირებულთა რიცხვი 25-ით გაიზარდა, ხოლო 8 გამოჯანმრთელდა.

ახალი შემთხვევიდან 9 საკონდიტრო დონას კლასტერიდანაა. გარდა ამისა, 8 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი. ახალი შემთხვევებიდან 1 არის რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომელი. ამასთან, 1 შემთხვევის წყარო უცნობია.

სულ კორონავირუსის 1 621 დადასტურებული შემთხვევაა, ამათგან 1 302 უკვე გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

StopCov-ის ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 144, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 292.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: