დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

გურიაში, სოფელ ასკანაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ჟურნალისტებთან ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ინფიცირებული 62 წლის კაცია, რომელიც ბათუმუს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს, 5 სექტემბერს კორონავირუსის ინფიცირებულთა რიცხვი 25-ით გაიზარდა, ხოლო 8 გამოჯანმრთელდა.

ახალი შემთხვევიდან 9 საკონდიტრო დონას კლასტერიდანაა. გარდა ამისა, 8 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი. ახალი შემთხვევებიდან 1 არის რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომელი. ამასთან, 1 შემთხვევის წყარო უცნობია.

სულ კორონავირუსის 1 621 დადასტურებული შემთხვევაა, ამათგან 1 302 უკვე გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

StopCov-ის ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 144, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 292.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: