ფეხბურთელი ლიონელ მესი აცხადებს, რომ ბარსელონაში რჩება, რადგან ნებისმიერი კლუბისთვის შეუძლებელია მისი გათავისუფლებისთვის 700 მილიონი გადაიხადოს, ხოლო მას არ სურს, საყვარელი კლუბს სასამართლოში შეხვდეს. ამის შესახებ მან Goal.com-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც BBC წერს, 33 წლის ფეხბურთელმა ბარსელონას ხელმძღვანელებს ფაქსით მიმართა, რომ სურდა კლუბი დაეტოვებინა. თუმცა კლუბში მას განუცხადეს, რომ მისი გათავისუფლებისთვის 700 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ.

"მეგონა და დარწმუნებული ვიყავი, რომ წასვლა შემეძლო", — განაცხადა მან.

მესის კონტრაქტი შემდეგ ზაფხულს ეწურება. იმისათვის, რომ მესი გამოსყიდვის გარეშე წამოსულიყო, განაცხადი სეზონის დასრულებიდან 15 დღის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, კონტრაქტში სეზონის დასასრულად კალენდარულად ივნისი უწევს, თუმცა წელს კორონავირუსის გამო სეზონი აგვისტომდე გაიწელა. როცა მესიმ კლუბს წასვლის შესახებ შეატყობინა, მას ივნისზე მიუთითეს.

თვითონ ფეხბურთელი და მამამისი, რომელიც მისი აგენტია, დარწმუნებული იყვნენ, რომ გამოსყიდვის პუნქტი აღარ მოქმედებდა, რადგან სეზონი აგვისტოში დასრულდა.

"ახლა ისინი იყენებენ იმ ფაქტს, რომ ამის შესახებ 10 ივნისამდე არ ვთქვი, როცა ცნობილი გახდა, რომ 10 ივნისს La Liga-ზე გამოვდიოდით კორონავირუსის პანდემიის პერიოდში და ამ დაავადებამ მთლიანად შეცვალა სეზონი", — დაამატა მან.

"ერთადერთი გამოსავალი იყო სასამართლოში წასვლა. მაგრამ არასდროს ვიდავებ ბარსელონასთან, რადგან მიყვარს ჩემი კლუბი. ბარსამ ყველაფერი მომცა და მეც ყველაფერი მივეცი მას. ფიქრებშიც კი არასდროს მქონია, ბარსელოსთან სასამართლოში მედავა", — განაცხადა მესიმ.

როგორც იგი ამბობს, ბარსელონად წასვლის გადაწყვეტილება მან დიდი ხნის წინ მიიღო.

"ბავარიასთან დამარცხება კავშირში არაა, დიდი ხნის წინ გადავწყვიტე. პრეზიდენტს ვუთხარი და ის ყოველთვის მპასუხობდა, რომ დიახ, სეზონის დასრულების შემდეგ, შემეძლო გადამეწყვიტა, დავრჩენილიყავი თუ არა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მან სიტყვა არ შეასრულა", — განაცხადა მესიმ.

მესი 2001 წელს შეუერთდა ბარსელონას. მას შემდეგ მან კლუბში 731 თამაშში 634 გოლი გაიტანა, რითიც მოახერხა და შექმნა უდიდესი ინდივიდუალური კარიერა ფეხბურთის ისტორიაში.