ბათუმში ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებულმა პირმა თავის ყოფილ ცოლს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამჟამად კაცს ძარცვისთვის პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული.

ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.