თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილების მძღოლები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან, რაც მელიქიშვილის ქუჩიდან, ვარაზისხევიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების შეფერხებას იწვევს.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

კლუბ დეჟავუში აფეთქება დღეს, 4 სექტემბერს მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, შედეგად ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, სამი დაშავებული კი ალადაშვილის, ხეჩინაშვილისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, მუშები აწარმოებდნენ სამუშაოებს და ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ