ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, დეტალებს ამ წუთებში არკვევენ.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები არიან მობილიზებულნი.

განახლება: სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, ფილარმონიაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, სამი დაშავებული კი ალადაშვილის, ხეჩინაშვილისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, მუშები აწარმოებდნენ სამუშაოებს და ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ.