საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არ იყო კიბერშეტევის პირველი შემთხვევა, რომელიც საქართველოზე განხორციელდა.

"ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ ძალიან აქტიური ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ამ შეტევის განმხორციელებელი. სანამ ძალიან ყურადღებით არ იქნება შესწავლილი და ამ თემაზე ზუსტი ინფორმაცია არ გვექნება, ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებთ. იქიდან გამომდინარე, რო არჩევნები ახლოვდება, ეს ფაქტი გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება", — განაცხადა კარლ ჰარცელმა (რუსთავი 2-ის თარგმანი).

კარლ ჰარცელის თქმით, როგორც ევროკავშირი, ისე პარტნიორი ორგანიზაციები ფხიზლად უნდა იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანია.