ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა, გიორგი გუგავამ ენმ-ს ლიდერის და კახა ოქრიაშვილის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს "კონტრაქტი ეშმაკთან" უწოდა. ამის შესახებ მან პოსტი facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

"კონტრაქტი ეშმაკთან... ათეული წლებია ქვეყანას ძარცვავენ, იტაცებენ სახელმწიფო ქონებას, ხრავენ ბიუჯეტს, ვაჭრობენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით, ყველა ხელისუფლების ოლიგარქიულ დასაყრდენად იქცნენ, ამათი მაჟორიტარული ვნებების გამო დაგვარბიეს, ბავშვებს თვალები დათხარეს და ახლა "ოპოზიციის მანტიით" კვლავ ძალაუფლებისაკენ მიილტვიან. ეს იგივეა შეთანხმება გაფორმებულიყო ივანიშვილთა, კალაძესთან, ფარცხალაძესთან, და ა.შ ოლიგარქია უნდა დამთავრდეს", — წერს გიორგი გუგავა.

კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

"ჩვენ ვმართავთ მოლაპარაკებებს, მათ შორის გაერთიანებულ ოპოზიციასთან ძალა ერთობაშია, მოკავშირეობასთან დაკავშირებით. არსებობს კონსულტაციები გაერთიანებულ ოპოზიციასთან, სადაც რამდენიმე პარტია შედის ამჟამად, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან", — განაცხადა ოქრიაშვილმა რ2-თან საუბარში.

ცეზარ ჩოჩელმა ასევე დაადასტურა, რომ მიდის მოლაპარაკებები გაერთიანებულ ოპოზიციასთან, რაშიც ყველა პარტია მონაწილეობს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა.

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენმა ძმებმა, ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. პარტია პროგრესი და თავისუფლება საარჩევნო სუბიექტად უკვე დარეგისტრირდა.