ციხე ის ადგილი არ არის, სადაც ადამიანები სრულ იდილიაში ცხოვრობენ, ასე რომ, ისეთი სასჯელაღსრულებითი დაწესებულება, რომელიც პატიმრების კომფორტზეა მორგებული, ცოტა მოიძებნება. არავისთვის არის სასიამოვნო ოთხ კედელს შორის გამოკეტვა.

შესაბამისად, ციხე დასასვენებელი ან გასართობი ადგილი არ არის და აქ ადამიანები მძიმე თუ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის სასჯელის მოსახდელად ხვდებიან, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ მსოფლიოში არსებობს ციხეები, სადაც ადამიანის ყოფნა, გარდაცვალებამდე ჯოჯოხეთში მოხვედრის ტოლფასია.

1. საბანეტას ციხე (ვენესუელა)

ფოტო: lacajadelgato

საბანეტა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ციხეა. პატიმრები მუდმივად გაუსაძლის და არაადამიანურ პირობებში არიან, სადაც გამუდმებით განიცდიან საკვების ნაკლებობას, აქ არ არის სამედიცინო დახმარება. იმის გამო, რომ პატიმრები ხშირია ესხმიან თავს ერთმანეთს, მაღალია სიკვდილიანობაც.

2. ალ-ჰაირის ციხე (საუდის არაბეთი)

ფოტო: listovative

როგორც ამბობენ, ეს არის ყველაზე საშინელი ადგილი მთელს ახლო აღმოსავლეთში. მუდმივ დაპირისპირებასა და ჩხუბებს აქ უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. 2002 წელს ალ-ჰაირის ციხეში გაჩენილ ხანძარს ერთბაშად 140 პატიმრისა და დაცვის 40 თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა.

3. გიტარამას ციხე (რუანდა)

ფოტო: pinterest

მიუხედავად იმისა, რომ ციხე თავდაპირველად სულ 400 კაცზე იყო გათვლილი, ამჟამად აქ 6 ათასი დამნაშავე საშინელ პირობებში იხდის სასჯელს. გიტარამას ციხეში პატიმრები მუდმივი შიმშილობის გამო ხშირად ერთმანეთსაც კი ჭამენ.

4. დიარბაკირის ციხე (თურქეთი)

ფოტო: listamaze

დიარბაკირის ციხეში, რომელიც თურქეთში მდებარეობს, ადამიანის ყველა უფლება ფეხქვეშ არის გათელილი. პატიმრები აქ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობასაც კი განიცდიან. აღსანიშნავია, რომ აქ დაუნდობელ და სასტიკ დამნაშავეებთან ერთად ხშირად არასრულწლოვანი პატიმრებიც იხდიან სასჯელს.

5. ლა-სანტას ციხე (საფრანგეთი)

ფოტო: dailymail

ეს ციხე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და სასტიკი ციხე განვითარებულ ქვეყნებში. ლა-სანტას ციხე არის გაუსაძლისი ადგილი ადამიანებისათვის, რასაც აქ პატიმრების მხრიდან განხორციელებული სუიციდის რაოდენობაც ადასტურებს.

6. ბენგ კვანგის ციხე (ტაილანდი)

ფოტო: pattayatoday

ბენგ კვანგის ციხეში პატიმრები გაუსაძლის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას განიცდიან, რის გამოც უამრავი მათგანი მენტალურად აიშალა ან გარდაიცვალა. აქ დამნაშავეები თვეების მანძილზე რკინის ჯაჭვებით ჰყავთ დაბმული.

7. ტადმორის სამხედრო ციხე (სირია)

ფოტო: toptenz

ტადმორის სამხედრო ციხე, რომელიც სირიაში მდებარეობს, ყველაზე მკაცრი და დაუნდობელი ადგილია, მათთვის ვინც აქ ხვდება. ამ ციხის მცველები ცნობილები არიან სისასტიკით, ისინი დაუნდობლად უსწორდებიან პატიმრებს და მათზე ფიზიკურად ძალადობენ, რაც ხშირად ფატალურად სრულდება. აქ პრეზიდენტ ასადის განკარგულებით 2 კვირის განმავლობაში 2400 პატიმარი სიკვდილით დასაჯეს.

8. ალან პოლუნსკის განყოფილება (აშშ)

ფოტო: panewodid

ტეხასში მდებარე ეს ციხე სიკვდილმისჯილთათვისაა განკუთვნილი. როგორც ამბობენ, ეს არის ყველაზე გაუსაძლისი ციხე მთელს დემოკრატიულ სამყაროში. პატიმრები აქ 23 საათის განმავლობაში არიან საკნებში ჩაკეტილები, ხოლო სასეირნო ერთი საათიც სპეციალურ საკნებში აქვთ გამოყოფილი, სადაც ასევე მარტო არიან ხოლმე.

9. ბანაკი 22 (ჩრდილოეთ კორეა)

ფოტო: dailymail

ბანაკი 22, არის სრულიად იზოლირებული ციხე ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც 1965 წლიდან არსებობს. აქ 50 ათასი ადამიანი იხდის სასჯელს, რომელთა უმრავლესობასაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. ბანაკი 22 ციხის ნაცვლად პატარა სოფელს უფრო მოგაგონებთ, რომელიც დასახლებულია კრიმინალებითა და მთავრობის მიერ მოღალატედ გამოცხადებული ადამიანებით, რომელთაც რეალურად არანაირი დანაშაული არ აქვთ ჩადენილი. ეს ადამიანები წარმოუდგენელ, გაუსაძლის პირობებში ჰყავთ, რომელთაც აწამებენ და კლავენ სასტიკი მეთოდებით.

10. კარანჟირუს ციხე (ბრაზილია)

ფოტო: bentavener

კარანჟირუს ციხე არის ადგილი, სადაც 8 ათასამდე პატიმარი შიდსის ვირუსით დაინფიცირდა. გარდა ამისა, საშინელი და გაუსაძლისი საარსებო პირობების გამო, ციხის 46 წლიანი არსებობის განმავლობაში, აქ ათასობით პატიმარი გარდაიცვალა.