ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია იმედის დირექტორი გახდა. აქამდე ამ თანამდებობას ელდარ მდინარაძე იკავებდა.

ნიკა ლალიაშვილი ტელეკომპანია იმედზე გადაცემა SWOT ანალიზის წამყვანია. მას ეკუთვნის აგვისტოს ომზე გადაღებული ფილმი "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს", რომელიც კრიტიკის საგანი გახდა. მედიაჩეკერმა მაშინვე განაცხადა, რომ ფილმში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვას, მანიპულაციას და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას. ამ ფილმის "ძირითად ხაზს" ტელეკომპანიის ათეულობით თანამშრომელი გაემიჯნა.

ლალიაშვილის დირექტორობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. როგორც გამოცემა წერს, გადაწყვეტილება საბჭომ 31 ივლისს მიიღო. საჯარო რეესტრის დოკუმენტებში ლალიაშვილი დირექტორად პირველად 6 აგვისტოსაა მოხსენიებული.