კანადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ტერეზა ტამი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სექსის დროს პირბადე ატარონ და პარტნიორს არ აკოცონ.

მისიი თქმით, ამჟამინდელი მონაცემები ადასტურებს, რომ სპერმით, ან ვაგინალური სითხით კორონავირუსით დაინფიცირების რისკი ძალიან მცირეა. თუმცა, ახალ პარტნიორებთან სექსუალური აქტი ახლო ფიზიკური კონტაქტის გამო ინფიცირების რისკს მაინც ზრდის, იმ შემთხვევაშიც, თუ არცერთ მათგანს არ აღენიშნებათ სიმპტომები.

ტერეზა ტამი, ასევე, მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აკონტროლონ ალკოჰოლის მიღება, რათა უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ და სექსუალური აქტის დროს თავი დაიცვან.

გაიგეთ მეტი: