რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის "ნოვიჩოკით" მოწამვლის შესახებ გერმანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, ფაქტებით არ არის განმტკიცებული. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებული განცხადებით, ბერლინმა ურთიერთთანამშრომლობის არსებული მექანიზმები უგულებელყო.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ნერვიულ სისტემას ანადგურებს.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში, 20 აგვისტოს მოათავსეს. გერმანელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ ის მოწამლულია.

2 წლის წინ სერგეი და იულია სკრიპალები, ქალაქ სოლსბერიში იგივე ნერვო-პარალეპტიკური ნივთიერებით, ე.წ "ნოვიჩოკით" მოწამლეს.

გავრცელებული იყო ინფორმაციაც, რომ მომწამვლელი ნივთიერების ყველაზე დიდი კონცენტრაცია სკრიპალის საცხოვრებელი სახლის, შესასვლელი კარის სახელურზე იყო დატანილი. პოლიციის ცნობით, გაზი "ნავიჩოკი" არეული იყო გაურკვეველ სითხეში და ამგვარი მეთოდით გადაიტანეს კარის სახელურზე.

ამავე თემაზე: