სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მათი კომპეტენცია არაა. აღნიშნული ინფორმაცია ომბუდსმენს პროკურატურაში მიაწოდეს, სადაც ის გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე იყო.

"როგორც განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან და თანამშრომლობის შესაძლებლობასთან [დაკავშირებით], თუმცა როგორ ამბობენ, FBI აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება არ არის მათი კოპეტენცია", — განაცხადა ლომჯარიამ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.

მისივე თქმით, საქმეზე დაწყებულია მთელი როგორი მოქმედებები და მათ შორის ცდილობენ, სატელიტის ფოტოები მოიპოვონ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, რომ გამოძიებაში FBI ჩაერთოს. ოჯახი აცხადებს, რომ სწორედ FBI-ს დახმარებით დადგინდება იყო თუ არა გახსნილი ბაჩალიაშვილის კომპიუტერი.

გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მზადყოფნას გამოთქვამენ სახალხო დამცველს საქმის გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ.