ახალი წელი საყოველთაო დღესასწაულია და მსოფლიო ბრენდებიც ცდილობენ, მომხმარებლებს ყველაზე ემოციური რგოლებით დაამახსოვრონ თავი. ვნახოთ, როგორი საახალწლო რეკლამები გამოუვიდათ 2016 წლის მიწურულს კომპანიებს.

1. John Lewis

ჯონ ლუისი უკვე წლებია საუკეთესო საახალწლო რეკლამებს ქმნის, რასაც Youtube-ზე მილიონობით ნახვაც ადასტურებს.

წლევანდელი რეკლამის მთავარი გმირი პატარა გოგონაა, რომელსაც ბატუტზე ხტომა უყვარს. რეკლამაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საჩუქარი, რომელსაც ერთ ადამიანს ვუკეთებთ, შესაძლოა ბევრისთვის აღმოჩნდეს სიხარულის მომტანი. გარეულ და შინაურ ცხოველებს კი ბავშვებივით უყვართ მხიარულება და ახალი წელი.

2. M&S

Marks & Spencer-მა 2017 წლის სარეკლამო რგოლში შობის განსხვავებული მხარე გვაჩვენა. მისის კლაუსი ქმარს სამსახურში, ანუ საჩუქრების დასარიგებლად აგზავნის, თავად კი ბოლო წუთს მოსულ წერილს ხსნის, რომელსაც პატარა ჯეიკი სწერს. ბიჭი ყვება, რომ თავის დას ხშირად აბრაზებს ხოლმე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ანა არ უყვარს. როგორც ბავშვის მონათხრობიდან ირკვევა, მათმა ძაღლმა თაიგერმა თამაშისას გოგონას საყვარელი კედები დახია. ჯეიკი სანტას დახმარებასა და დისთვის განსაკუთრებული საჩუქრის მოტანას სთხოვს. ბიჭის სურვილს სანტას ნაცვლად მისის კლაუსი ასრულებს.

3. Sainsbury

ეს ანიმაციური რეკლამა, ჩემი აზრით, ამ წლის ფავორიტია. მთავარი გმირი სათამაშოების მწარმოებელ ქარხანაში მუშაობს და ვერაფრით ახერხებს, საშობაოდ მეტი დრო დაუთმოს ოჯახს. უყურეთ ვიდეოს და ნახეთ, რა მოიფიქრა დეივმა პრობლემის გადასაჭრელად.

4. Very

ბრიტანულმა ონლაინ მაღაზიამ ორიგინალური და ემოციური ანიმაციური რეკლამა შესთავაზა მოხმარებლებს. მთავარი გმირი, ახალგაზრდა ქალი მუშაობას ამთავრებს და სახლისკენ გზაზე ყველა შემხვედრს ასაჩუქრებს, მათ შორის სანტასაც. მთავარი იდეაა ისაა, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს ვაბედნიერებთ, უფრო ვბედნიერდებით ჩვენც.

5. Mercedes Benz

რა უნდა ქნათ, როცა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გელით საყვარელ ადამიანთან, მაგრამ თოვლი და ქარბუქი ხელს გიშლით სახლიდან გასვლაში? უყურეთ მერსედეს ბენცის საახალწლო რეკლამას და გაიგებთ.

7. McDonald's

მაკდონალდსის საახალწლო რეკლამა ერთი სათამაშოს ისტორიას გვიყვება. ჯულიეტა სათამაშოების მაღაზიის ვიტრინიდან ელოდება მყიდველს, რადგან შობის მარტო გატარება არ უნდა. დრო გადის და ჯულიეტა გადაწყვეტს, რომ უქმად ჯდომით არაფერი გამოვა. ის ქუჩას კვეთს და მაკდონალდსისკენ მიემართება.

8. Huawei

სმარტფონების მწარმოებელმა კომპანიამ წელს უცნაური, თუმცა შთამბეჭდავი რეკლამა შემოგვთავაზა. რეკლამის მთავარი იდეა ისაა, რომ მიუხედავად ტექნოლოგიების უსაზღვრო შესაძლებლობებისა, ხანდახან გვერდზე უნდა გადავდოთ სმარტფონები და ოჯახთან ერთად შევხვდეთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს.