გუშინ, 2 სექტემბერს, დისნეიმ Twitter-ზე დაწერა, რომ The Mandalorian ახალი ეპიზოდებით 30 ოქტომბერს დაბრუნდება.

ეს განცხადება იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ შოუ სერიების ყოველკვირეული გამოშვების ჩვეულ განრიგს გააგრძელებს, როგორც ეს პირველ სეზონში იყო. ახალი სეზონის ტრეილერი ჯერ არ გვაქვს, თუმცა, რახან თარიღი უკვე ცნობილია, ალბათ, მას უახლოეს მომავალში ვიხილავთ. იმედია, პატარა იოდას მომენტები მეორე სეზონშიც ბლომად იქნება!

Disney Plus-ზე The Mandalorian-ის დაბრუნება პირველი დიდი შოუა, რომელიც სტრიმინგ პლატფორმაზე თვეების შემდეგ გაეშვება. ისეთი სერიალები, როგორიცაა მარველის The Falcon and the Winter Soldier (რომლის გამოსვლაც თავიდან ზაფხულის განმავლობაში იგეგმებოდა), პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო გადაიდო.

სერიალის გამოშვების თარიღი დიდად სიურპრიზი არ იყო. დისნეის CEO ბობ ჩაპეკმა თვეების წინ დაადასტურა, რომ იზოლირებულად მუშაობის დამსახურებით The Mandalorian მაინც ოქტომბერში დაბრუნდებოდა.

დისნეი ამჟამად Disney Plus-ისთვის ვარსკვლავური ომების რამდენიმე სხვა პროექტზეც მუშაობს, რომლებიც მომავალ წლებში გამოვა, მათ შორისაა შოუ, რომელშიც Rogue One-ის კასიან ანდორი (დიეგო ლუნა) გამოჩნდება, და ახალი სერიალი ევან მაკგრეგორის ობი-ვან კენობის შესახებ.