იუპიტერის თანამგზავრ ევროპას ზედაპირი, როგორც ჩანს, ბოლო რამდენიმე ათეული მილიონი წლის განმავლობაში ძლიერ ძვრებს განიცდიდა — მისი პოლუსები იქ არ იმყოფება, სადაც ადრე იყო.

ევროპას ზედაპირი დაახლოებით 50 მილიონი წლისაა და მკვლევრები ვარაუდობენ, რომ იგი დაახლოებით 12 მილიონი წლის განმავლობაში იცვლიდა ადგილს. ამ ფენომენს "სრული პოლარული ხეტიალი" ეწოდება. თანამგზავრე ეს რომ შესაძლებელი გამხდარიყო, ამისთვის ევროპას ყინულოვანი ზედაპირი ქვიან შიგანაწილს მთლიანად გამოყოფილი და ოკეანეზე განთავსებული უნდა ყოფილიყო.

ამის შესახებ მტკიცებულებები მკვლევრებმა NASA-ს Galileo-სა და Voyager-ის ხომალდების მეშვეობით მოიპოვეს. ევროპას ზედაპირი კონცენტრირებული ნაპრალებითაა სავსე, რაც, მკვლევრების მიხედვით, პოლარულ ხეტიალს უნდა გამოეწვია. ეს ღრმა ნაპრალები 1 ან 2 კილომეტრი სიგანისაა და ყინულში 200 მეტრ სიღრმემდე აღწევს.

"ჩვენი მთავარი მიგნება ისაა, რომ ნაპრალები, რომლებიც პოლარულმა ხეტიალმა წარმოქმნა, ყველა ტერიტორიაზე გვხვდება. ეს ნიშნავს, რომ მოვლენა ძალიან ახალგაზრდაა და ყინულის ფენები და მასზე არსებული ყველა სხვა მახასიათებელი ნიშანი პირველადი ფორმირების ადგილიდან 70 გრადუსით არიან გადანაცვლებულები", — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა პოლ შრენკმა.

ეს ჰიპოთეზა ნამდვილად დამაინტრიგებელია და მკვლევრები გეგმავენ, რომ რამდენიმე ტესტირებადი თეორია უფრო დაწვრილებით განიხილონ.

"გლობალური მასშტაბის ტექტონიკური მახასიათებლების გენერირებით, პოლარული ხეტიალი გლობალურ გრავიტაციასაც წარმოქმნის და პერტურბაციას განსაზღვრავს, რაც გრავიტაციაზე ახდენს გავლენას", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.

იმისთვის, რომ ეს მოსაზრებები გამოიცადოს, საჭიროა, ევროპას სხვა კვლევას დაველოდოთ. საბედნიეროდ, NASA-ს Europa Clipper და ESA-ს JUICE მისიები მზის სისტემის სიდიდით მეექვსე თანამგზავრს ათწლეულის დასასრულს დაუბრუნდებიან და ევროპის შესახებ უამრავ სიახლეს მოგვაწვდიან.

კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.