თუ მგზავრი მიკროავტობუსით მგზავრობისას პირბადეს არ გამოიყენებს, მძღოლს უფლება ექნება, ტრანსპორტი არ დაძრას, ან მგზავრს მიკროავტობუსი დაატოვებინოს. ამის შესახებ განცხადება კომპანია თბილისის მიკროავოტბუსმა გაავრცელა.

"კომპანია თბილისისი მიკროავტობუსი უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადააგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება", — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაშივეა აღნიშნული, რომ ყველა მიკროავტობუსი, რომელიც ქალაქში გადაადგილდება, დეზინფექციას ყოველდღიურად გადის.